კეზერაშვილმა საჯაროდ აღიარა საკუთარი ოლიგარქობა - მათიკაშვილი

15.11.22 13:39
კეზერაშვილმა საჯაროდ აღიარა საკუთარი ოლიგარქობა - მათიკაშვილი

საკანონმდებლო ორგანოში, ამ წუთებში, „ოცნების“ დეპუტატები  ევროპარლამენტარებს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.

მმართველი გუნდის წევრმა დავით მათიკაშვილმა ევროპარლამენტარებს დავით კეზერაშვილზე პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა. 

მათიკაშვილის თქმით, დავით კეზერაშვილმა თავად აღიარა, რომ ოლიგარქია. 

„ოცნების“ დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ სწორედ კეზერაშვილი აფინანსებს „ნაციონალურ მოძრაობას.

როგორც უკვე ღიად აცხადებენ 21 ქვეყნის საერთაშორისო ჟურნალისტები, შესაძლოა კვალი ოლიგარქ კეზერაშვილამდე მიდიოდეს. ეს ის დავით კეზერაშვილია, რომელმაც ცოტა ხნის წინ წერილი გამოაქვეყნა და საჯაროდ აღიარა საკუთარი ოლიგარქობა. კერძოდ ის, რომ იგი ფლობს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პროპაგანდისტული მედია საშუალების დაფინანსებისთვის საკმარისზე მეტ თანხებს და აფინანსებს კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას. ამ უმძიმესი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში, საინტერესოა, რა პასუხი უნდა გასცენ ევროპელ გაძარცვულ პენსიონერებს ევროპარლამენტარების იმ ნაწილმა, რომელმაც ოლიგარქ კეზერაშვილს დევნილი მედია მენეჯერი უწოდა, ხოლო სტრასბურგის სასამართლოს მიერ სისტემური დანაშაულის ჩადენაში მხილებულ სააკაშვილს პოლიტპატიმარი“. - ამბობს დავით მათიკაშვილი.
 

საკანონმდებლო ორგანოში, ამ წუთებში, „ოცნების“ დეპუტატები  ევროპარლამენტარებს დეოლიგარქიზაციის კანონის მისაღებად ემზადებიან. 

მსგავსი სიახლეები