მელია არაა ხელმომწერი მხარე, რომ გვიკარნახოს პირობები - არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ნიკა მელიას განცხადება, ამნისტიის კანონის შესახებ დესტრუქციის ნაწილია.
ნიკა მელიას განცხადება მიმართულია დესტრუქციისკენ, ნიკა მელია არაა ხელმომწერი მხარე, ის არ გახლავთ რაიმე ტიპის უფლებებით აღჭურვილი, რომ გვიკარნახოს პირობები. თუ მას სურდა, მოეწერა ხელი და ყოფილიყო იმ მხარეს, სადაც ცივილიზებული პოლიტიკა მიმდინარეობს, მას ეს შეეძლო, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, ეხლა, გარედან კარნახი პირობების არის მისივე კოლეგებისთვის მიუღებელი, რომ არაფერი ვთქვათ "ქართულ ოცნებაზე" - თქვა თალაკვაძემ