სახელმწიფო მანქანებით გადაადგილდებიან თქვენი ოჯახის წევრები, მაშინ თქვენც უნდა დაგაკავონ - მანჯგალაძე "ოცნებას"

15.11.22 13:51
სახელმწიფო მანქანებით გადაადგილდებიან თქვენი ოჯახის წევრები, მაშინ თქვენც უნდა დაგაკავონ - მანჯგალაძე "ოცნებას"

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი პაატა მანჯგალაძე პარლამენტში, სადაც მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის კანონი მეორე მოსმენით უნდა მიიღოს, ნიკა გვარამიას საქმეს გამოეხმაურა და თქვა, რომ არ შეიძლება ადამიანის დაკავება იმის გამო, რომ ის და მისი ოჯახის წევრები ფირმის კუთვნილი მანქანით გადაადგილდებოდნენ.

მანჯგალაძემ შეახსენა მმართველ გუნდს, რომ მათი ოჯახის წევრები სახელმწიფო მანქანებით გადაადგილდებიან და ამ ლოგიკით, მაშინ ისინიც უნდა დააკავონ.

რაში ედება ნიკა გვარამიას ბრალი? ბრალდების მხარემაც, ანუ პროკურატურამაც ვერ წარუდგინა მას ბრალი. ის, რომ ოჯახის წევრები გადაადგილდებოდნენ ფირმის კუთვნილი მანქანით, ამის გამო თუ შეიძლება პირის დაკავება, მითუმეტეს კერძო სტრუქტურაში. სახელმწიფო მანქანებით გადაადგილდებიან თქვენი ოჯახის წევრები, მაშინ თქვენც ყველა უნდა დაგაკავონ“. - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
 

მსგავსი სიახლეები