პრეზიდენტი: სტატუსი ვერ მივიღეთ, რადგან რეფორმებმა დაიგვიანა

15.11.22 14:18
პრეზიდენტი: სტატუსი ვერ მივიღეთ, რადგან რეფორმებმა დაიგვიანა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების ერთ-ერთი მიზეზი დაგვიანებული რეფორმებია. 

სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ ფრანგულ  France inter-თან ისაუბრა.

როგორც იცით, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღო. ამას მიზეზები ჰქონდა - ბოლო პერიოდში რეფორმებმა დააგვიანა, რადგან, მანამდე, საქართველოს ევროპისკენ მისწრაფება ვიტყოდი, რომ უშეცდომო იყო. ჩვენ გვაქვს შესაბამისი ვადები, თუმცა, დღეს ეს საკითხი სტრატეგიული გახდა. ახლა, როდესაც უკრაინა იგებს და საერთაშორისო სოლიდარობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ არსებობს ნაცრისფერი ზონა, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპა და აშშ ნაკლებად მიზანდასახულები არიან და სადაც ის ადვილად აინაზღაურებდა ცოტაოდენ სიამაყეს, რომელიც დღეს უკრაინაში დაზარალდა, რადგან საქართველო უკრაინაზე ბევრად პატარაა, ნაკლები სამხედრო, ადამიანური რესურსი და ტერიტორიის სიღრმე აქვს და ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია"- თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. 

სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

მსგავსი სიახლეები