ოპოზიცია არაა ჩართული 12 პუნქტის შესრულებაში - საქართველოს პრემიერი
საქართველოს პრემიერი ისევ ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ ოპონენტები 12 პუნქტის შესრულებაში ჩართულები არ ვარიან.
როგორც ღარიბაშვილმა ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, დეპოლარიზაცია ოპოზიციის ვალდებულებაა
სექტემბრის თვეში, როცა ბრიუსელში ვიყავი, სამწუხაროდ, ყველა აქტორი არ არის ჩართული ამ პროცესში. არ არის ჩართული ოპოზიცია, რომლის პირდაპირი ვალდებულებაა სწორედ მთავარი, პირველი რეკომენდაციის შესრულება, ესაა დეპოლარიზაცია.
ნათლად ავხსენით, განვმარტეთ, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია თუ მათი მხრიდან არ იქნება ანალოგიური მზაობა თანამშრომლობის. მას შემდეგ რაც 12-ვე რეკომენდაცია გადმოგვეცა, სულ რაღაც ერთ კვირაში პარლამენტი გამოვიდა ინიციატივით, წარადგინა საკუთარი გეგმა, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ, მმართველი ძალა, პარტია, მთავრობა, პარლამენტი ამ 12-ვე პრიორიტეტს. იქვე გავუხსენით კარი ყველა აქტორს, ოპოზიციურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას ვინც დაინტერესებულია ამ 12 რეკომენდაციის შესრულებით"- თქვა პრემიერმა.