„საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა გვაჩვენოს, რომ კანდიდატობისთვის მზადაა" - ევროკომისარი

15.11.22 15:07
„საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა გვაჩვენოს, რომ კანდიდატობისთვის მზადაა" - ევროკომისარი

საქართველოში ვიზიტად მყოფმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ ეუნება, რომ „საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ კანდიდატობისთვის მზადაა": 

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი, მხარს უჭრერს ევროკავშირს. ჩამოვედი მკაფიო მიზნით - დაგეხმაროთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანდეს ევროკავშირში. 

მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში, მოგვიწევს ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება. საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა. აქვე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, იმუშავებს ამ  მიზნისკენ. 

დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასოდეს იძლევა იგივე შანსს ორჯერ. ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება და ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება და მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე, არ გვაქვს დასაკარგი დრო" - თქვა ევროკომისარმა პრესკონფერენციისას.

მსგავსი სიახლეები