ოპოზიცია პარლამენტში - 20 ივნისს დაზარალებულები საკანონმდებლო ორგანოსთან (ფოტო აქციიდან)

27.04.21 12:10
ოპოზიცია პარლამენტში - 20 ივნისს დაზარალებულები საკანონმდებლო ორგანოსთან (ფოტო აქციიდან)

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი, რომელმაც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში ხმაურის ფონზე შევიდა.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტში ხმაურით გააცილეს.

აქციის მონაწილეებს შორის არიან 20 ივნისს დაზარალებულებიც.  მათ "გავრილოვის სისხლიანი ღამის" ამსახველი ფოტოები უჭირავთ. 

საკანონმდებლო ორგანოს წინ აქტივისტები აპროტესტებენ ამნისტიის კანონს, რომელიც, მათი თქმით, პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს მოძალადე პოლიციელებს. 

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ  ამნისტია უნდა გავრცელდეს ყველაზე, ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ ეს არ შეეხება კონვენციურ მუხლებს. 

მსგავსი სიახლეები