„არ გაქვთ დასაკარგი დრო, რაც უფრო სწრაფად შეასრულებთ მოთხოვნებს, მით უფრო სწაფად მიიღებთ სარგებელს" - ოლივერ ვარჰეი
„არ გაქვთ დასაკარგი დრო, რაც უფრო სწრაფად შეასრულებთ მოთხოვნებს, მით უფრო სწაფად მიიღებთ სარგებელს" - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
რაც უფრო სწრაფად შეასრულებთ 12 პრიორიტეტს, მით უფრო სწრაფად წაიწევთ ევროპის გზაზე. რაც უფრო სწრაფად შეასრულებს ამ დათქმებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რაც მოდის თქვენკენ კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე და მყისიერად მიხვდება ქვეყანა ეკონომიკური გააქტიურებას, ადგილობრივი სამუშაო ძალისა და სოციალური სტაბილურობის კუთხით..."- თქვა ევროკომისარმა.