„ოცნებამ“ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არჩევანი ივანიშვილზე გააკეთა - ხაბეიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, „ოცნებამ“ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არჩევანი ბიძინა ივანიშვილზე გააკეთა.
ხაბეიშვილმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც მმართველმა გუნდმა დეოლიგარქიზაციის კანონი მეორე მოსმენით უნდა მიიღოს, განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთ შეადარა და თქვა, რომ სწორედ რუსეთია მეორე ქვეყანა, სადაც ევროპარლამენტარებს ასე ღიად და პირდაპირ ესხმიან თავს.
„თურმე ოლიგარქი ივანიშვილი არ არის. დანარჩენი ოლიგარქები ვართ ყველა ივანიშვილის გარდა. რუსეთია მეორე ქვეყანა, რომლებიოც თავს ესხმის ევროპარლამენტარებს, ევროპას, დასავლეთს, აშშ-ს და მეორე აღმოჩნდა საქართველოში ხელისუფლება, „ოცნება“ და მისი პროპაგანდისტული მანქანა და მისი, ასე ვთქვათ სპიკერები, რომლებსაც ჩათებში მისული მესიჯბოქსით ლანძღავთ სრულიად ცივილიზირებულ სამყაროს. თქვენ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთეთ ბიძინა ივანიშვილზე“. - ამბობს ხაბეიშვილი.