არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე - ვარჰეი

15.11.22 15:21
არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე - ვარჰეი

არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე, - ამის შესახებ თბილისში საგანგებო ვიზიტით ჩამოსულმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

უცხოელი მაღალჩინოსანმა ხელისუფლებას უთხრა, რომ ბრიუსელმა მათ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მხოლოდ ჩარჩო შესთავაზა და რომელიმე კონკრეტული პირის ოლიგარქად გამოცხადება არ უგულისხმია. ამასთან, ოლივერ ვარჰეის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული კანონპროექტი ვენეციის კომისიაზე გააგზავნოს, რათა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება ის დასახულ მიზანს. 

ეს არის ჩარჩო სისტემა, რაც შემოგთავაზეთ. საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, რომელიც იქნება იმის გარანტია, რომ იქნება თავისუფლება ამ მიმართულებით. ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე, რომელიც აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას. იგივე ეხება კანონს ოლიგარქების შესახებ. ეს  არ იქნება ჩვენი არჩევანი. ჩვენ არ ავარჩევთ, რომელია კარგი ოლიგარქი  და რომელია ცუდი, რადგან იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული. არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავის თავის სასიკეთოდ ან სხვების სასიკეთოდ, რომელიც საბოლოო ჯამში, მისთვის სასიკეთო იქნება. ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს და არც შეიძლება უკავშირდებოდეს. ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყენას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე, რომელიც გაწერილია პრიორიტეტებში, - განაცხადა ევროკომისარმა. 

 

მსგავსი სიახლეები