"ოცნებას" ვთავაზობთ, დეოპლიგარქიზაციის კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიაზე გაიტანოს - ვარჰეი

15.11.22 15:44
"ოცნებას" ვთავაზობთ, დეოპლიგარქიზაციის კანონპროექტი შესაფასებლად ვენეციის კომისიაზე გაიტანოს  -  ვარჰეი

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი, რომელიც საქართველომ უკრაინიდან გადმოიტანა, ვენეციის კომისიას გაუგზავნონ, რათა ვენეციის კომისიამ შეაფასოს, თუ რამდენად არის აღნიშნული კანონპროექტი პერსპექტიული და საქართველოს შესაფერისი. 

ჩვენი კრიტერიუმები ყოველთვის არის ზოგადი და არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს და არც შეიძლება უკავშირდებოდეს. ამიტომაც, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს. სწორედ ამიტომ, ვთავაზობთ მთავრობას, რომ ვენეციის კომისიაზე გაიტანოს შესაფასებლად ეს კანონპროექტი და ვნახოთ, რამდენად მიიყვანს ეს იურიდიული ინსტრუმენტი იმ მიზნამდე, რომელიც პრიორიტეტებშია გაწერილი“. - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.


 

მსგავსი სიახლეები