ბედოვლათების პარტიაში ვიწრო კეთილდღეობისთვის იბრძვიან - ღუდუშაური "ენმ"-ზე

15.11.22 15:54
ბედოვლათების პარტიაში ვიწრო კეთილდღეობისთვის იბრძვიან - ღუდუშაური "ენმ"-ზე

პარლამენტში, დეოლიგარქიზაციის კანონის გარდა, „ოცნების“ დეპუტატების მხრიდან, ყურადღების ცენტრში„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენები მოექცა.

„ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა, მთავარ ოპოზიციურ პარტიას „ბედოვლათების“ პარტია უწოდა და განაცხადა, რომ „ენმ“-ში ყველა საკუთარი კეთილდღეობისთვის იბრძვის.

კეზერაშვილი რომ დაიცავით ახლა, შეთანხმებული გაქვთ მელიასთან? იცის ეს ამბავი, ის რომ ოლიგარქს იძახის და თქვენ რომ ამბობთ, რომ თურმე მეცენატი ყოფილა? მოკლედ, ერთი რამე ხდება ამ ბედოვლათების პარტიაში, ეს ხალხი ვიწრო კეთილდღეობისთვის იბრძვის, მაგალითად, წითლიძე უფრო მეტ ფულს მიიღებს, თუ ხაბეიშვილი უფრო მეტ კომიკურ პერსონაჟად იქცევა. ცხელი შემოდგომა იქნებაო და გაიქცა ხაბეიშვილი თბილი პალტოთი გამოწყობილი ესაუბრება საზოგადოებას. აი, ასეთი ცრუპენტელები და მატყუარები ხართ თქვენ. თქვენი მომავალი ამიტო არის დასრულებული“. - ამბობს ალუდა ღუდუშაური. 

საკანონმდებლო ორგანოში, „ოცნების“ დეპუტატები  ევროპარლამენტარებს დეოლიგარქიზაციის კანონის მისაღებად ემზადებიან. 

მსგავსი სიახლეები