„გეშინოდეთ! ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა კიდევ ერთხელ დადგება დღის წესრიგში" - სამადაშვილი ოცნებას

15.11.22 16:07
„გეშინოდეთ! ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნა კიდევ ერთხელ დადგება დღის წესრიგში" - სამადაშვილი ოცნებას

"ლელოს" ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი კიდევ ერთხელ დადგება დღის წესრიგში.

ოპოზიციონერის თქმით, სწორედ ამის უნდა ეშინიოდეთ "ოცნების" წევრებს.

სალომე სამადაშვილი პირდაპირ აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდის დამსახურებით, აღარავის სჯერა დასავლეთში, რომ რაიმე ზეგავლენის ბერკეტი დარჩათ ქვეყანაზე და ერთადერთი გზა ივანიშვილის სანქცირება რჩებათ.

„რისიც უფრო უნდა გეშინოდეთ თქვენ ყველას, ივანიშვილის სამსახურში ჩამდგარ ხალხს არის ის, რომ სანქცირების მოთხოვნა კიდევ ერთხელ დადგება დღის წესრიგში და იცით რატომ? - თქვენი დამსახურებით, აღარავის აღარ სჯერა დასავლეთში, რომ რაიმე ზეგავლენის ბერკეტი დარჩა ამ ქვეყანაზე, გარდა ივანიშვილის სანქცირებისა“. - ამბობს  სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები