„მეფე შიშველია! ყველამ იცის, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია" - ხაჯიშვილი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით ხაჯიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ ყველამ იცის, თუ ვინ არის ამ ქვეყანაში ოლიგარქი და რომ ის ბიძინა ივანიშვილია.
„მეფე შიშველია! არამხოლოდ საქართველოში, არამედ დასავლეთშიც ყველამ იცის ვის აქვს მიტაცებული ხელისუფლება და ვინ არის ოლიგარქი ამ ქვეყანაში. რამდენიც არ უნდა შეფუთოთ, ვერსად დაემალებით იმას, რომ ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი“. - განაცხადა ხაჯიშვილმა.
საკანონმდებლო ორგანოში, „ოცნების“ დეპუტატები ევროპარლამენტარებს დეოლიგარქიზაციის კანონის მისაღებად ემზადებიან.