ჩატარდება თუ არა ენმ-ში არჩევნები - პარტიის ნაწილი არჩევნების ნაჩქარევად ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს

15.11.22 17:08
ჩატარდება თუ არა ენმ-ში  არჩევნები - პარტიის ნაწილი არჩევნების ნაჩქარევად ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს

ჩატარდება თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში"  არჩევნები - პარტიის წევრების ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება, შესაძლოა, შეიცვალოს. არჩევნების ჩატარების საკითხი ეჭქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარი  პოზიცია მიხიელ სააკაშვილმა დააფიქსირა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ თავმჯდომარის არჩევის მოთხოვნა ნაჩქარევი იყო.

ენმს- წევრი ზვიად კუპრავა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის პოლიტსაბჭოს წევრი არ არის, ის პოლიტსაბჭოს სხდომას მაინც დაესწრება და არჩევნების გადადების საკითხს დააყენებს. პარტიის წევრის თქმით, საეჭვოა ის ფაქტიც, რომ ერთმა გარკვეული ჯგუფი არჩევნების ნაჩქარევად ჩატარებაზე ალაპარაკდა.

კუპრავა მიიჩნევს, რომ ჯერ მესამე პრეზიდნენტის ბედი უნდა გაირკევს და არჩევნებზე საუბარი მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მართებული.

დღეს გარკვეული ჯგუფი პარტიაში ითხოვს ფორსირებულ რეჟიმში არჩევნების ჩატარებას. ჩემში ეს ბადებს კითხვებს, ხომ არ იკვეთება აქ ვინმეს, კონკრეტული პირების, მათ შორის, გარეშე პირების ინტერესები, ხომ არ იკვეთება ოლიგარქის ინტერესი.ისედაც სამ თვეში და ოთხ თვეში არჩევნები გვაქვს ჩასატარებელი, მათ შორის, უნდა ავირჩიოთ ახალი პოლიტსაბჭო. დღეს აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ უნდა ჩავატაროთ მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტამდე არჩევნები, - ამბობს კუპრავა.  

ზვიად კუპრავას მსგავსი განცხადება არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ჯერ მის გარდა არავის გაუკეთებია, თუმცა კურპავა ამბობს, რომ მას თანამოაზრეებიც ჰყავს. 

ენმ-ს მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რაკიღა გადაწყდა არჩევნების ჩატარება, ეს უნდა განხორციელდეს. 

მსგავსი სიახლეები