ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების სხდომა იმართება

27.04.21 12:12
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და  რეაგირების სხდომა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 99-ე შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე ბოლო დროს ქარელის რაიონში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებს. განიხილება უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხებიც. 

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გეგმავენ, ცხინვალის იზოლიატორში უკანონოდ მყოფი ქართველების  დაუყონებლივი და უპირობოო გათავისუფლების მოთხოვნა დააყენონ.

ცხინვალის იზოლიატორში ამ ეტაპზე  საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ზაზა გახელაძე, რომელიც 290 დღეა, რაც უკანონო პატიმრობაშია.

მსგავსი სიახლეები