ოლივერ ვარჰეი პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
ევროკოამისარი გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი ამ წუთებში პარლამენტში ოპოზიციასა და ხელისუფლებას ერთობრლივად ხვდება.
ევროპელი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსებისგან პირადად ისმენს, როგორ ასრულებს ქვეყნა ევროკავშირის 12 პუნქტს.
ოლივერ ვარჰეის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი დეპოლარიზაციაა, თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ხელისუფლებას არ სურს, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ოპოზიცია რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად მონაწილეობს ამ პროცესებში. ჩვენ დავაინიცირეთ არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში, რომელიც შეეხება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას.
რაც ოპოზიციას არა აქვს, ეს არის ხმათა უმრავლესობა. შესაბამისად, როცა ,,ოცნება" ამბობს, რომ არც ერთ ჩვენს წინადადებას არ გაითვალისწინებს, არ გვაქვს ბერკეტები, ხელისუფლება ვაიძულოთ, მხარი დაუჭიროს ჩვენს წინადადებას, მაგრამ პროცესში ჩვენ ვმონაწილეობთ.
ევროკავშირის მოთხოვნებში შავით თეთრზე წერია, 2021 წლის 18 აპრილის შეთანხმება არის ერთ-ერთი მთავარი გზა წინსვლისკენ. ამ შეთანხმებიდან ,,ოცნება" გავიდა, ჩვენ ხომ არ გავსულვართ?
თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ,,ქართული ოცნება" იმაშია დარწმუნებული, ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ღარიბაშვილისთვის დღეს უნდა მოესმინა. რადგან იმის ნაცვლად, საერთაშორისო არენა და ფორუმი , წარმატებაზე სასაუბროდ გამოეყენებინა, ღარიბაშვილმა არჩია ოპოზიციაზე თავდასხმის რეჟიმში გადასულიყო - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი, საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. მან შეხვედრები უკვე გამართა პრემიერთან და საქართველოს პრეზიდენტთან. პარლამენტში სტუმრობა მისი ვიზიტის ბოლო ეტაპია.