ვითარება უარესდება, ყოველდღიურად აქვს ტემპერატურა - ხერხეულიძე სააკაშვილზე

15.11.22 17:23
ვითარება უარესდება, ყოველდღიურად აქვს ტემპერატურა - ხერხეულიძე სააკაშვილზე

ვითარება უარესდება, მიხეილ სააკაშვილის შვებას ვერ ნახულობს, - ამსი შესახებ მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელმა "ვივა-მედიდან" გამოსვლის შემდეგ განაცხადა. დეპუტატის თქმით, მედიკოსებს ჯერ ისევ უჭირთ საბოლოო დიაგნოზის დასმა და როგორც ჩანს, ეს ხანგრძლივი პროცესია. 

ჩემი თანდასწრებით ახლაც იყვნენ სხვა პროფილის ექიმები მოსული, ტრავმატოლოგები კონკრეტულად. ხვალ, ზეგ, კიდევ ამ დღეებში გრძელდება ეს პროცესი და მე ვფიქრობ, ეს დღეს არ დასრულდება არცერთ შემთხვევაში. ანუ არ არის ეს ხანმოკლე პროცესი, იმიტომ, რომ თქვენ იცით, რომ ყოველდღიურად ადამიანს აქვს ტემპერატურა, ვითარება ყოველდღიურად კიდევ უფრო უარესდება, იმიტომ, რომ ადამიანი შვებას ვერ ნახულობს  ვერც ტკივილის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვერც ტემპერატურის კლების თავლსაზრისით. ამ კვლევების შესახებ ექიმები მას ესაუბრებიან, მაგრამ ეს არ არის საბოლოო, დასკვნითი ნაწილი, რაზეც შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება და თქვან, მკაფიო დიაგნოზი, რა მდგომარეობა აქვს ახლა, - თქვა ხერხეულიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები