ამერიკელმა ექიმმა თქვა, რომ ხელზე ოპერაცია აქამდეც უნდა გაკეთებულიყო - სააკაშვილის დედა

15.11.22 17:29
ამერიკელმა ექიმმა თქვა, რომ ხელზე ოპერაცია აქამდეც უნდა გაკეთებულიყო - სააკაშვილის დედა

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ ამერიკელმა მედიკოსებმა მესამე პრეზიდენტისთვის ხელზე ოპერაციის გაკეთების აუცილებლობაზე  ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ვიზიტის დროს ისაუბრეს. ამის მიუხედავად, ექსპრეზიდენტის დედა ამბობს, რომ წინააღმდეგია,  ოპერაცია "ვივა-მედში" გაკეთდეს. 

ამ ხელს უკვე თვეზე მეტია ვეღარ ამოძრავებს, მარცხენა ხელია. დაახლოებით ერთი თვე გავიდა, რაც ეს ამერიკელები იყვნენ ჩამოსულები, მაშინ იყო ორთოპედი, სხვათაშორის, რომელმაც თქვა, რომ აი, ეს განვითარდება , ეს ყველაფერიდ ამოხდება ეს და ეს... და ოპერაციას დღეს კი არა გუშინ გავაკეთებდი, გუშინწინ გავაკეთებდი, - ასე ამბობდა ის ადამიანი. მე არ ვიქნები თანახმა, რომ აქ გაკეთდეს ეს ოპერაცია არავითარ შემთხვევაში, - თქვა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები