"გამოიყენეთ ისტორიული შანსი, რომელიც შესაძლოა მეორედ აღარ მოგეცეთ" - მთავარი გზავნილები ბრუსელიდან
გამოიყენეთ ისტორიული შანსი, რომელიც შესაძლოა მეორედ აღარ მოგეცეთ - ბოლო გაფრთხილება “ქართულ ოცნებას”.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას წამზომი ჩაურთო. ევროკომისარი ვარჰეი თბილისში საგანაგებო მისიით ჩამოვიდა და ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, რომ დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, რომ არსებობს ყველა საფუძველი საქართველოს მოქალაქეები გახდნენ ევროპის ნაწილი, ოღონდ მთავრობამ უნდა მოინდომოს და შეასრულოს ევროპარლამენტის მოთხოვნები.
12 პუნქტის შესასრულებლად „ოცნებამ“ ოპოზიციასთან ერთად უნდა იმუშაოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიუსელი დავალებას არ ჩაიბარებს. ეროვნული კონსესუსის აუცილებლობის შესახებ ევროკომისარის მოწოდებას ისმენდა ღარიბაშვილი, რომელიც ამავე ბრიფინგზე ოპოზიციას ლანძღავდა. პრემიერი ცდილობა ვარჰეი დაერწმუნებინა, რომ ოპონენტებს არც წლების წინ ახარებდათ და არც ახლა უნდათ ევროპულ გზაზე ქვეყნის წარმატება.
"მთავარი გზავნილები ბრუსელიდან და შეფასებები თბილისში " - ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.