დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში და ევროკომისარის მკაფიო გზავნილი
„არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე“- ოლივერ ვარჰეის მკაფიო გზავნილი ევროკომისიის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ცნობილია.
ევროკომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას კანონი ჯერ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს და მხოლოდ კომისიის დასკვნის შემდეგ იმსჯელოს მის მიღებაზე.
„ევროკავშირი არ არჩევს, რომელია კარგი ოლიგარქი და რომელია ცუდი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კრიტერიუმები მკაფიოდ იყოს განსაზღვრული“, - აცხადებს ევროკომისარი.
ამ განცხადებების პარალელურად კი „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებულ კანონს პარლამენტში მეორე მოსმენით იხილავდა.
ხელისუფლების მთავარი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინას უკვე გაგზავნილი აქვს ეს კანონი ვენეციის კომისიაში და ვინაიდან ქართული ვერსია უკრაინული კანონმდებლობიდან არის კოპირებული, ხელახალ რევიზიას აღარ საჭიროებს.
„დეოლიგარქიზაციის შესახებ მომზადებულ კანონპროექტი და ვარჰეის მკაფიო გზავნილი“ - იხილეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.