მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილე გაცვლიან თუ არა სავარძლებს -გიორგი ხოჯევანიშვილი

27.04.21 12:10
მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილე გაცვლიან თუ არა  სავარძლებს -გიორგი ხოჯევანიშვილი

"ოცნებიდან" წასული გახარიას გუნდის ლიდერი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ამბოს, რომ არანაირი  მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილე გაცვლიან თუ არა სავარძლებს. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ხოჯევანიშვილის თქმით, ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონია, რომელზეც ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს. 

დღეს ჩვენ მოქალაქეებს აქვთ სამართლიანი განცდა, რომ ხელისუფლება მათზე სათანადოდ არ ზრუნავს, არავისთვისაა სიახლე, რომ მძიმე სოციალური ფონი აქვს ქვეყანაში შექმნილი, სამწუხაროდ გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პარლამენტის თავმჯდომარე და მოადგილე გაცვლიან თუ არა ერთმანეთში სავარძლებს. დღეს, როცა შეთანხმება უკვე გაფორმდა, მხარეებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ შესრულებაზე, აქაც ვხედავთ, რომ მხარეების მხრიდან ადგილი აქვს სპეკულაციებს",  - თქვა ხოჯევანიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები