რა შეცვალა ენმ-ს დღის წესრიგში სააკაშვილის პოზიციამ და ჩატარდება თუ არა არჩევნები - მოვლენები თავდაყირა დადგა

15.11.22 20:34
რა შეცვალა ენმ-ს დღის წესრიგში სააკაშვილის პოზიციამ და ჩატარდება თუ არა არჩევნები - მოვლენები თავდაყირა დადგა

ჩატარდება თუ არა „ერთიან  ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნები? - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარტიაში არსებულ დიდ დაპირისპირებაზე მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახდა ცნობილი. 

ცალკეულმა წევრებმა ეჭვქვეშ  დააყენეს პროცესი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ სწორედ სააკაშვილის სახელით მიმდინარეობდა, ამიტომ არ არის გამორიცხული არჩევნები ჩატარდეს, თუმცა არა დაგეგმილზე ადრე.

მიხეილ სააკაშვილის პოზიციის გასაჯაროვების შემდეგ  ფაქტია, რომ პარტიაში მოვლენები თავდაყირა დადგა. დღეს უკვე თავისმართლების რეჟიმში ჩადგნენ ისინი, ვინც  სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკიდან ამტკიცებდნენ, რომ  ყოფილი მთავარსარდლის  გათავისუფლების გზა პარტიაში ცვლილებებზე გადის.   

მიხეილ სააკაშვილი  „ენმ“-ში მიმდინარე პროცესებში არ ერევა - ასე გაიგო მესამე პრეზიდენტის გზავნილი ხმაურიანი ბრიფინგის  მთავარმა სპიკერმა ირაკლი ნადირაძემ.

რა შეცვალა პარტიის დღის წესრიგში მიხეილ სააკაშვილის პოზიციამ?  - ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში

 

 

 

მსგავსი სიახლეები