"ასე ხდება, როდესაც ბოროტება დაუსჯელი რჩება" - პოდოლიაკის თქმით, რუსეთმა პოლონეთს მიზანმიმართულად დაარტყა

16.11.22 10:32
"ასე ხდება, როდესაც ბოროტება დაუსჯელი რჩება" - პოდოლიაკის თქმით, რუსეთმა პოლონეთს მიზანმიმართულად დაარტყა

რუსეთმა პოლონეთს მიზანმიმართულად დაარტყა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის მრცეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დაწერა. პოდოლიაკის თქმით, ასე ხდება, როდესაც ბოროტება დაუსჯელი რჩება. 

სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის. ეს რუსეთის მიერ დაგეგმილი „მოკითხვაა“, რომელიც შეცდომად შენიღბეს. ასე ხდება, როდესაც ბოროტება დაუსჯელი რჩება, პოლიტიკოსები კი აგრესორის დამშვიდებით არიან დაკავებულები, - აღნიშნა მან. 

პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ტერორისტული რეჟიმი უნდა გააჩერონ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 ნოემბერს ორის რუსული რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა. არის მსხვერპლიც. მოხდარის გამო პოლონეთში ეროვნული უსაფრთხოების  კომიტეტის შეხვედრა ჩაინიშნა. 

მსგავსი სიახლეები