6 თვიანი ბოიკოტი დასრულდა - ოპოზიცის ნაწილი სხდომათა დარბაზშია (ფოტო პარლამენტიდან)

27.04.21 12:21
6 თვიანი ბოიკოტი დასრულდა - ოპოზიცის ნაწილი სხდომათა დარბაზშია (ფოტო პარლამენტიდან)

6 თვიანი ბოიკოტი დასრულდა - ოპოზიცის ნაწილი სხდომათა დარბაზშია. საკანონმდებლო ორგანოში შესულები ამბობენ, რომ მათი მიზანი შარლ მიშელის შეთანხმების საბოლოო შესრულებაა, რის შემდეგაც ნიკა მელია და გიორგი რურუა საპყრობილეს დატოვებენ. 

პარლამენტში იმყოფებიან:  ,,ლელო", ,,სტრატეგია აღმაშენებელი", ,,რესპუბლიკური პარტია:", ,,გირჩი - მეტი თავისუფლება", ,,გირჩი", ასევე, ინდივიდუალურად - სალომე სამადაშვილი და  შალვა შავგულიძე.

ბოიკოტს აგრძელებენ ,,ნაციონალური მოძრაობა" ,,ევროპული საქართველო", ,,ლეიბორისტული პარტია" და ,,პატრიოტთა ალიანსი".

მსგავსი სიახლეები