"ზურგში დანის ჩარტყმა იყო" - ნიკა მელია ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

16.11.22 11:53
"ზურგში დანის ჩარტყმა იყო" - ნიკა მელია ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

ენმ-ში ერთ-ერთი ფლანგის ბუნტს პარტიის თავმჯდომარე ზურგში დანის ჩარტყმად აფასებს. ამის შესახებმ ნიკა მელიამ ინგრა გრიგოლიას "რეაქციაში" განაცხადა. 

ოპოზიციონერი ლიდერმა გეგმებზეც ისუბრა და თქვა, რომ აღნიშნულზე პასუხი მას მოგვიანებით აუცლებლად ექნება. მისი თქმით, თავმჯდომარის პოსტზე დარჩენის შემთხვევაში, კონკრეტული ადამიანები პარტიის მაღალ თანამდებობებზე ვეღარ დარჩებიან. 

შეუძლებელია საუბარი პროგრესზე და განვითარებაზე, სადაც არ არის გუნდური სულისკვეთებას, სადაც შეიძლება თვალის დაუხამხამებლად ადამიანმა ზურგში დანა ჩაგარტყას. სამწუხაროა, როდესაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადამიანებს უნდა დავყრდნობოდი და მქონდა ძალიან დიდი ნდობა  ამ ადამიანების მიმართ და ეს ადამიანები არიან პარტიის მმართველობაში, იქნება ეს გენერალური მდივანი, გენერალური მდივნის მოადგილე, დეპუტატები, რამდენიმე მათგანი, სამსახურის ხელმძღვანელები ანუ მთელი ბირთი 4-5 ადამიანი, რომელზეც დგას პარტია და როედსაც ეს ადამაიანები უცბად იცვლიან რიტორიკას და იცვლიან დამოკიდებულებას ერთ რიგით კალენდარულ დრეს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხი მექნება, მაგრამ მექნება ცოტა მოგვიანებით. ამ ადამიანებს სდომებიათ ჩემი იმდენად წარმოჩენა, თითქოს მე ვიყავი ამ ერთი წლის განმავლობაში ავტოკრატი, მეტიც, შეიძლება დიქტატორი პარტიაში, სადღაც არსებობდა უკეთესი გეგმა სამოქმედო, თითქოს მათ ჰქონდათ რაღაცა სხვა სტრატეგიული მონახაზები და მე ხელს ვუშლიდი...მე დავრწმუნდი, რომ რიგი ადამიანების პირობებში შეუძლებელი შეიძლება გამხდარიყო წინსვლა პარტიული. ვის აქვს უფლება ვინმე პარტიიდან გარიცხოს, მაგრამ წამყვან პარტიულ თანამდებობს რომ რამდენიმე მათგანი ვერ დაიკავებს, ცხადზე უცხადესია, - თქვა მელიამ.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ხედავს თუ არა ბუნტის ორგანოზატორების უკან კეზერაშვილს ან მერებაშვილს, მელიამ არაფერი უარყო, თუმცა თქვა, რომ მოგვიანებით ყვეალფერზე ისაუბრებს. მისი თქმით, არჩევნებში არა ფულმა, არამედ ღირსებამ უნდა გაიმარჯვოს. 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს პოლიტიკური ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია და არა ბიზნესორგანიზაცია ან ნახევრადბიზნესორგანიზაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში გაიმარჯვებს ღირსება, მათ შორის, ადამიანური, ღირსება, მათ შორის, პოლიტიკურის და არა ანგარება და არა ფული. ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის, - თქვა მელიამ. 
 


 

მსგავსი სიახლეები