როგორ განხორციელდეს საარჩევნო რეფორმა - ოპოზიცია საქართველოში ჩამოსულ ეუთო-ოდირის დელეგაციას ხვდება

16.11.22 11:34
როგორ განხორციელდეს საარჩევნო რეფორმა - ოპოზიცია საქართველოში ჩამოსულ ეუთო-ოდირის დელეგაციას ხვდება

ოპოზიცია  პარლამენტში ეუთო-ოდირის წარმომადგენლობას ხვდება. საქართველოში ვიზიტით მყოფი სადამკვირვებლო მისიის წევრები უკვე ორი დღეა, პოლიტიკურ პარტიებთან  შეხვედრებს მართავენ. საუბრის მთავარი თემა  საარჩევნო რეფორმაა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის, რაც ამ ეტაპზე ,,ქართული ოცნების" მიერ არის შემოთავაზებული, გარკვეულ ცვლილებებს მოიცავს, მაგრამ არა ყველას, რაც ევროკავშირის რეკომენდაციაში არის მითითებული. ამიტომ ის სრულყოფილად ვერ პასუხობს 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის, საარჩევნო რეფორმის, შინაარსს. 

გახსოვთ, ხელისუფლებამ თქვა, რომ მხოლოდ ნაწილობრივად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები,  რაც კითხვას აჩენს: ნაწილში, სადაც ელექტრონულად არ ჩატარდება, რა ლეგიტიმაცია ექნება იქ არჩევნებს? 

ახლა შექმნეს პროცესი და ვითრება ცესკოში, როცა თავმჯდომარე, ფაქტიურად, ლეგიტიმური არ არის და კანონი ირღვევა ძალიან მკაფიოდ. ასეთი რამეების დაზღვევის მექანიზმიც დევს ჩვენს კანონპროექტში, - ამბობს ,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი.  

პოლიტიკურმა ლიდერებმა მისიის  წარმომადგენლებს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია იმ ფასადურ ცვლილებებზე, რომელსაც  ხელისუფლება გეგმავს. დღესვე იგეგმება შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მსგავსი სიახლეები