"დარწმუნებული ვართ, მოიწონებენ" - "ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას არ აპირებს

16.11.22 11:30
"დარწმუნებული ვართ, მოიწონებენ" - "ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას არ აპირებს

ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის არც გადაგზავნას და არც დალოდებას აპირებს.

„ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, დასაკარგი დრო არ არის, ამიტომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი წინასწარ მომზადდა და სამივე ეტაპს გაივლის. 

ზარქუა ასევე ამბობს, რომ ოპოზიცია კანონის მიმართ ჩასაფრებულის პოზიციაში, რადგან სწორეთ ამ კანონპროექტით ცხადდეებიან ოლიგარქებად მათი დამფინანსებლები.

„როგორც მოწონებულია და გადაგზავნილია უკრაინის ნაწილში და ველოდებით, ბუნებრივია და დარწმუნებული ვართ, რომ მოიწონებენ. დრო რომ არ დავკარგოთ, ამიტომ კანონპროექტი არის მომზადებული. კანონპროექტი გაივლის სამივე ეტაპს და იქნება მიღებული. მერე კიდევ, მე ვიცი რატომ არიან ჩასაფრებულის პოზიციაში და რატომ არ მოსწონთ იმ რადიკალებს, იმიტომ, რომ მათი დამფინანსებლები სწორედ იმ კრიტერიუმებით ცხადდებიან ოლიგარქებად და ეს, ბუნებრივია, არ უნდათ“. - ამბობს ირაკლი ზარქუა.

თანაგუნდელის პოზიციას იზიარებს ბექა დავითულიანიც. მისი თქმით, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ვენეციის კომისია უკრაინასთან დაკავშირებით, იმას გაითვალისწინებს საქართველოც, ამიტომაც „ოცნების“ წევრი კომისიისტის საქართველოს კანონპროექტის გადაგზავნის საჭიროებას ვერ ხედავს.

დეოლიგარქიზაციის კანონი უნდა მივიღოთ და უდნა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის უკრაინაში, იმიტომ, რომ სხვანაირი კანონი დედამიწაზე არ არსებობს. ველოდებით, რას მიწერს ვენეციის კომისია უკრაინას და ჩვენც ამას გავითვალისწინებთ". - ამბობს დავითულიანი.

მმართველი გუნდი აპირებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღოს.

მსგავსი სიახლეები