აუცილებელია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული - ნიდერლანდების ელჩი საქართველოში

16.11.22 12:04
აუცილებელია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული - ნიდერლანდების ელჩი საქართველოში

ევროკომისარ ვარჰეის შემდეგ, უკვე ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მარია ქრისტინა ვან კოლდამი „ოცნებას“ მოუწოდებს, რომ ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირის რჩევები გაითვალისწინოს, რადგან ელჩის თქმის, ეს 12 პირობის შესასრულებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი იმ პროცესში, როცა საქმე ოლიგარქების გავლენების შემცირებას ეხება.

„საქართველოსთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 12 რეკომენდაცია იქნას შესრულებული. ამისთვის კი აუცილებელია, პროცესში იყოს ჩართული სამოქალაქო საზოგადოება და ასევე ყველა პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება ვენეციის კომისიის და ეუთო-ოდირის რჩევებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი რჩევები და რეკომენდაციები იქნას გათვალისწინებული, რადგან ის ეხება უნივერსალურ ღირებულებებს. ასევე, ჩემი მოწოდება იქნება, რომ მათი რჩევები გათვალისწინებულ იქნას“. - ამბობს ელჩი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკომისარმა ვარჰეიმ, რომელიც საქართველოში ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მიღებამდე, აქტი ჯერ ვენეციის კომისიისთვის შესაფასებლად გადაეგზავა.

თუმცა, მმართველი გუნდი არ აპირებს დასავლელი პარტნიორის მოწოდების გათვალისწინებას და გეგმავს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღოს.

მსგავსი სიახლეები