დაუყონებლივ გათავისუფლდეს ცხინვალის რეჟიმის უკანონო პატიმრები - აქცია ერგნეთში

27.04.21 12:27
დაუყონებლივ  გათავისუფლდეს ცხინვალის რეჟიმის უკანონო პატიმრები  - აქცია ერგნეთში

ამ წუთებში სამოქალაქო აქტივისტები ერგნეთის გამშვებ პუნქტთან ანტისაოკუპაციო აქციას მართავენ. ,,მოვუწოდებთ ცხინვალის რეჟიმს, დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები", ,,ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება უფრო ქმედითი უნდა იყოს" - ასეთია აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.

ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობას იღებენ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

საქართველოს ხელისუფლება რბილ და ლოიალურ პოლიტიკას ატარებს, ამიტომაც არ ხდება ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებული ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

მსგავსი სიახლეები