თავმჯდომარე გამაერთიანებელი უნდა იყოს და არა ცენზორი და ვინმეს გამშვები - კირკიტაძე მელიაზე
ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე ნიკა მელიას ცენზორს უწოდებს. ოპოზიციის წევრმა პარტიის თავმჯდომარის ბრალდებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ მისმა თანაგუნდელებმა ზურგში დანა ჩაარტყეს.
კირკიტაძე ამბობს, რომ ენმ-ს თავმდჯომარე გამაერთიანებელი უნდა იყოს და არა თანამდებობიდან ვინმეს გამშვები.
ძალიან შეცდება ყველა კანდიდატი ვინც ამას იტყვის, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვან ტანამდებობაზე უნდა იყვნენ ადამიანები, როლებცი იქნებიან პირდაპირ არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების მიერ. ამას ითვალისწინებს ის წინადადება, რომელიც დააყენეს ენმ-ს ახალგაზრდებმა და ენმ-ს მხარდამწერები გადაწყვეტენ, ვინ იქნება ამა თუ იმ თანამდებობაზე. ყველა თანამდებობა ენმ-ში უნდა იყოს არჩევითი, თავმდჯომარე კიდევ უნდა იყოს გამაერთიანებელი და ვინმეს გამშვები და ცენზორი პარტიაში. არ ვიცი როდიდან გახდა ზურგში დანის ჩარტყმა ახალგაზრდების მხრიდან საკუთარი მოსაზრებების გამოტქმა და საკუტარი წინადადებების დაყენება, - თქვა კირკიტაძემ.