დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას აზრი არ აქვს - მდინარაძე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიისთვის გაგზავნას აზრი არ აქვს.
მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, დაელოდებიან, რა მოხდება უკრაინულ კანონთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გაივლიან კონსულტაციას ვენეციის კომისიასთან.
გავივლით ვენეციის კომისიასთან კონსულტაციას, რა მოხდა უკრაინულ კანონთან დაკავშირებით, რატომ არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაგზავნას აზრი აქვს თუ არა. ზუსტად იგივე კანონზე, რომელზეც პასუხი არ არის, მერე გადაწერონ ქართველებმა, პირობითად, გერმანელებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, ფრანგებმა და აგზავნონ თვეში ერთხელ, აზრი არ აქვს“, - ამბობს მდინარაძე.
მმართველი გუნდი აპირებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღოს.