ძნელია, დაელოდო - სარჯველაძის თქმით, ვენეციის კომიიის დასკვნები აგვიანებს
ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია - „ოცნების“ წევრი მიხეილ სარჯველაძე ამტკიცებს, რომ ვენეციის კომიიის დასკვნები აგვიანებს, დეოლიგარქიზაციის კანონპროეტის მიღება კი ეჩქრაებათ.
სარჯველაძის თქმით, ძნელია ვენეციის კომისიის დასკვნას დაელოდო და ვერც დოკუმენტის ცალკე გაგზავნის საჭიროებას ხედავს.
„როგორც წესი, ვენეცია რამდენიმე თვეში ამზადებს ხოლმე დასკვნებს. როგორც ჩანს, საომარმა მოქმედებებმა განაპირობა ამ პროცესის გახანგრძლივება. ეს არის მიზეზი, რის გამოც ამას ძნელია, რომ დაელოდო. დამოუკიდებლად, ამის ცალკე გაგზავნის საჭიროება, ვფიქრობ არ არსებობს“. - ამბობს სარჯველაძე.
მმართველი გუნდი აპირებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღოს.