ცესკო-ს თავმჯდომარის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი არ არსებობს - ანრი ოხანაშვილი
რატომ არ ამტკიცებს პარლამენტი ცენტრალური საარჩევნო კომისის ახალ თავმჯდომარეს? კანიდატების სია პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს რამდენმე თვის წინ გადაუგზავნა.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს მას შემდეგ დანიშნავს, როცა ევროკავშირის 12 პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს.
შეჯერებული ვართ იმაზე, რომ უნდა დავიწყოთ საკომიტეტო მოსმენის პროცესი, გვაქვს დედლაინი 12 პუნქტიანი მოთხოვნის შესასარულებლად. როგორც კი ამოვწურავთ 12 პუნქტიანი გეგმის პრიორიტეტულ საკითხებს, მალევე დავიწყებთ იმის ორგანიზებას, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის შესაბამის კანდიდატებს კომიტეტის სხდომაზე მოვუსმინოთ.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გიორგი კალანდარიშვილი არის სავსებით ლეგიტიმური თავმჯდომარე. მის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის დასმის საფუძველი არ და ვერ იარსებებს - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ოპოზიციის მტკიცებით, ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, 6 თვიანი ვადა გაუვიდა და მისი ფუნქციონირება არალეგიტიმურია.