თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს - სალომე ზურაბიშვილი

16.11.22 14:17
თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გუშინ პოლონეთში რაკეტის აფეთქების შედეგად დაღუპულათა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს. 

"თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!",- ნათქვამია განცხადებაში. 

გუშინ, უკრაინასთან საზღვრიდან დაახლოებით შვიდ კილომეტრში მდებარე სოფელ პშევოდუვში, რაკეტა აფეთქდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

საერთაშორისო მედიის ნაწილის ცნობით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა.

რუსეთის გავრცელებულ ცნობებს "გამიზნული პროვოკაციას" უწოდებს. 

მსგავსი სიახლეები