ამ კანონის მიღებით, „ოცნებას“ არ გამოუვა იმის მტკიცება, რომ მართლა მოახდენს დეოლიგარქიზაციას - კირკიტაძე
„ნაციონალური მოძრაობის“ლიდერის, დავით კირკიტაძის თქმით, „ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით ყველაფერს აკეთებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა აარიდოს.
კირკიტაძე ამბობს, რომ ოპოზიცია კანონპროექტზე მხარდაჭერას და ამით თავის მოტყუებას არ აპირებს.
ოპოზიციონერი ლიდერი იმასაც აცხადებს, რომ ამ კანონის მიღებით, „ოცნებას“ არ გამოუვა იმის მტკიცება, რომ მართლა მოახდენს საქართველოში დეოლიგარქიზაციას.
„ქართულმა ოცნებამ“ აქ შემოიტანა კანონპროექტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილს პასუხისმგებლობა აარიდოს და რეალური დეოლიგარქიზაცია მოახდინოს. ამაზე თავის მოტყუებას და მხარდაჭერას არც ჩვენ ვაპირებთ და არც არავინ დედამიწის ზურგზე. ეს კარგად უთხრეს გუშინ პრემიერ ღარიბაშვილსაც. ამიტომ, დღეს, რაღაცა ინსინუაციებით და თვალში ნაცრის შეყრით, „ოცნებას“ ნამდვილად არ გამოუვა იმის მტკიცება, რომ მათ მიიღეს რეალური კანონპროექტი, რომელიც მართლა მოახდენს ამ ქვეყანაში დეოლიგარქიზაციას“. - ამბობს დავით კირკიტაძე.
მმართველი გუნდი აპირებს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი დღეს პარლამენტში მეორე მოსმენით მიიღოს.