ღარიბაშვილი, რომელიც ივანიშვილის მონა-მორჩილია, მას შეიყვანს ოლიგარქთა რეესტრში? - გოცირიძე

16.11.22 15:34
ღარიბაშვილი, რომელიც ივანიშვილის მონა-მორჩილია, მას შეიყვანს ოლიგარქთა რეესტრში? - გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამოწეროს ოლიგარქების სია, ეს ძალიან არასერიოზულია.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ღარიბაშვილი, ივანიშვილს შეიყვანს ოლიგარქთა რეესტრში არასოდეს შეიყვანს.

ოპოზიციაში ძალიანაც მოგვწონს, ეს კრიტერიუმები არის ძალიან კარგი, მაგრამ მეორე არის, თუ ვინ ადგენს ოლიგარქის სტატუსს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩამოწეროს ოლიგარქების სია, იმდენად არასერიოზულია. ღარიბაშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მონა-მორჩილია, ახლა ივანიშვილს შეიყვანს ოლიგარქთა რეესტრში? ეს კიდევ უფრო უარესია. ეს გამოიწვევს დამატებითი რეპრესიული მექანიზმების ხელში ჩაგდებას „ოცნების“ მთავრობისადმი. იქნებოდა კარგი, თუ შეიქმნებოდა ნეიტრალური კომისია, დაკომპლექტებული აბსოლუტურად მიუკერძებელი და პატიოსანი ადამიანებისგან და ამ კომისიას დაამტკიცებდა პარლამენტი დიდი ფორუმით". - ამბობს გოცირიძე.

სამი საათი კენჭისყრამდე - "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონის მისაღებად ემზადება.
 

მსგავსი სიახლეები