პუტინის მოწინააღმდეგე რუსი ჟურნალისტები, ბლოგერები და აქტივისტები საქართველოში არ შემოუშვეს
პუტინის მოწინააღმდეგე რუსი ჟურნალისტები, ბლოგერები და აქტივისტები საქართველოში არ შემოუშვეს.
რუსეთის 6 მოქალაქე ლარსის გამშვები პუნქტიდან უკან, ისე გააბრუნეს, რომ არც კი განუმარტეს, რა გახდა პუტინის მოწინააღმდეგე აქტივისტების და ჟურნალისტების ქვეყნაში არ შემოშვების მიზეზი.
ჟურნალისტები "პირველებთან" ინტერვიუში ამბობენ, რომ მესაზღვრეებს დოკუმენტები წერილობით მოსთხოვეს, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს.
კაწია არენინა ამბობს, რომ ის საქართველოში ხანგრძლივი დროით ვცხოვრობდა, ბინაც კი ჰქონდა ნაქირავები.
მისი თქმით, ქვეყანა ივლისის თვეში დატოვა, თუმცა როცა უკან, საქრთველოში შემოსვლა მოისურვა, ამის საშუალება ქართველმა მესაზღვრეემა არ მისცეს.
ეს ჩემი პირველი ვიზიტი არ ყოფილა საქართველოში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქვ ვცხოვრობდი. ივლისში გავედი ქვეყნიდან და ახლა მქონდა მცდელობა ხელმეორედ შემოვსულიყავი საქართველოში, თუმცა ჩემთვის მოულოდნელად უარი მითხრეს. ერთი საათის განმავლობაში ვიყავი საბაჟოზე, მესაზღვრე 40 წუთის განმავლობაში მაკვირდებოდა, ბოლო მითხრა, რომ ქვეყანაში არ მიშვებდნენ, მითხრა ისიც, რომ ჩვენს საუბარს იწერდა და სხვა განმარტებას ვერ გააკეთებდა"- ამბობს ჟურნალისტი.