"მესიჯბოქსები დაალაგეთ" - სკანდალში გახვეული "ოცნება" თავდაცვის რეჟიმშია

16.11.22 15:44
"მესიჯბოქსები დაალაგეთ" - სკანდალში გახვეული "ოცნება" თავდაცვის რეჟიმშია

დიპლომატიური სკანდალი - ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში გაეროში ამერიკის ყოფილ ელჩის, კურტ ვოლკერსა და საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრს, დავით კეზერაშვილის თვალთვალის გამოაშკარავების შემდეგ, "ქართული ოცნება" თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა. 

საქართველოს ხელსიუფლებაში ამტკიცებენ, რომ ფოტოთი გაიშიფრა, ვინ აფინანსებს და უკვეთავს ივანიშვილის საწინააღმდეგო კამპანიას შეერთებულ შტატებში. 

ფოტო საჯარო სივრცეშია გადაღებული და ამიტომაც ის უკანონო თვალთვალად ვერ ჩაითვლება - ასეთია ხელისუფლების პოზიცია.

დავალების მიმცემი ერთი ადამიანი გაიშიფრა, მისი განწყობებიც ვიცით, მისი პირადი მოტივაციაც, ეს მტკიცებულება იყო და ამიტომაც გამოიწვია ამდენი აჟიოტაჟი. 

რა ჰქონდათ რეაქციები ჩვენს ოპონენტებს? რომ ,,ოცნება" არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთაც უსმენს.

მე მათ ვურჩევდი, მესიჯბოქსი დაალაგონ. უნიათოსთან ეს მესიჯბოქსი არ ჯდება" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფოტო, სადაც კეზერაშვილისა და ვოლკერის შეხვედრაა ასახული,  უკვე მეორე დღეა, პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. შესაძლოა, ბრიტანეთმა აღნიშნული ფაქტის შესწავლა დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები