ვადამდელი არჩევნები 2022 წელს, მხოლოდ ამ შემდეგ განაცხადი ევროკავშირზე - ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში
"ლელო-საქართველოსთვის" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.
უნდა დავანახოთ ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს, რომ საქართველო იმსახურებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფ გაწევრიანებას. ამისთვის აუცილებელია, რომ დასრულდეს ყველა პოლიტიკური ნიშნის მატარებელი სისხლის სამართლის საქმე. ჩვენი ევროპელი მეგობრები მზად არიან, მხარი დაუჭირონ ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ საქართველო რეალურად მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და მათ მიერ გაჟღერებულ იქნა ინიციატივა, რომ ევროკავშირმა შემოიღოს ე.წ. საგზაო რუქა ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნებისთვის. საქართველო შეიძლება იყოს ამ რუკის კანდიდატი. მაგრამ ამისთვის აუცილებელია, წელს ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, განახლებული საარჩევნო პირობების პირობებში და ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ რიგგარეშე არჩევნებს 2022 წელს, რომლის შედეგადაც არჩეულ პარლამენტს ექნება ლეგიტიმაცია, მიმართოს ევროკავშირს საქართველოს მიღების კანდიდატად"- თქვა ჯაფარიძემ.