9 მილიონი მერიის თანამშრომლების ხელფასებისთვის, კალაძის პიარი 5 მილიონი დაჯდება

16.11.22 16:08
9 მილიონი მერიის თანამშრომლების ხელფასებისთვის, კალაძის პიარი 5 მილიონი დაჯდება

2023 წლიდან თბილისის  მერიის თანამშრომლების ანაზღაურება 9 მილიონით გაიზრდება, ხოლო მერის  პიარი 5 მილიონი დაჯდება -დედაქალაქის მთავრი ფინანსური დოკუმენტი უკვე საკრებეულოშია.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალჩინოსნების ხელფასები იზრდება, თუმცა, თანხები შემცირებულია იმ პროექტებისთვის, რომლიც ქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი.

ბიუჯეტის პროექტის შეწავლა ოპოზიციამ უკვე დაიწყო. დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე, აცხადებს, რომ თბილისის მერი ზრუნავს არა ქალაქის პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ საკუთარი და თანაგუნდელების კეთილდღეობისთვის.

მაშინ, როცა ყველა მიმართულებით არის გაზრდილი დედაქალაქის პრობლემები, ინფრასტრუქტურის , ასევე სოციალური მიმართულებით, ამ დროს მერი აპირებს, რომ 121 ლარით შეამციროს ბიუჯეტი, იზრდება მერიის მაღალჩინოსნების ანაზღაურება, თანამშრომლების ხელფასები. ეს ზრდა იქნება 9 მილიონიანი, ასევე კალაძე არ ამცირებს არც ერთი თეთრით თავისი პიარის ხარჯებს.

ეს ბიუჯეტი ადასტურებს, რომ კალაძე ზრუნავს არა თბილისელების კეთილდღეობაზე, მათი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე, ფუფუნებაზე და იმაზე, როგორ მოიპაროს მეტი ფული. - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

თბილისის მერი ამბობს, რომ დოკუმენტი არის პირველადი ვერსია და ის შესაძლოა, შეიცვალოს.

მსგავსი სიახლეები