არ ვიცი, პოლიტიკური დევნა როგორ ხორციელდება, მაგრამ ვირუსი რომ დაგვდევს, ვიცი - ლადო კახაძე
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლადო კახაძე, საზოგადოებას ნიღბების ტარების თხოვნით მიმართავს. მისი თქმით, არ იცის, როგორ ხორციელდება ქვეყანაში პოლიტიკური დევნა, თუმცა იცის, რომ კორონავირუსი თითოეულ ჩვენგანს დასდევს.
მე არ ვიცი, პოლიტიკური დევნა როგორ ხორციელდება, მაგრამ ვირუსი რომ დაგვდევს ყველა ჩვენთაგანს - ვიცი. გთხოვთ, გაუფრთხილდით ერთმანეთს, ნიღაბი გაიკეთეთ, პატივი ეცით გარე სამყაროს, აიცერით, - განაცხადა კახაძემ.
კახაძე ასევე კოვიდპასპორტების ამუშავების ინიციატივით გამოვიდა.