ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის - ხაბეიშვილი მელიას მთავარი კონკურენტი ხდება

16.11.22 20:16
ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის - ხაბეიშვილი მელიას მთავარი კონკურენტი ხდება

ლევან ხაბეიშვილი ნიკა მელიას მთავარი კონკურენტი ხდება. მის განაცხადს კი რამდენიმე წუთში დემარში მოჰყვა.  პარტიას ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრი, მარიკა დათუკიშვილი ტოვებს, რომელმაც პირდაპირ თქვა,  გადაწყვეტილების მიზეზი, ხაბეიშვილია.

კონკურენტისგან გზავნილი და ბრალდებაც მელიამ ბრიუსელში მოისმინა.  ხაბეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარეს პარტიის დანაწევრებაში ადანაშაულებს. 

ნიკა მელიას დღეს "ცენზორი" უწოდეს. ოპონენტების აღშფოთება მოქმედი თავმჯდომარის იმ განცხადებებმა გამოიწვია, რომელიც ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" გაკეთდა.  მელია გამარჯვების შემთხვევაში, კონკურენტების თანამდებობებზე დატოვებას არ აპირებს.  

"ეს იყო ზურგში დანის ჩარტყმა"- ასე აფასებს პარტიის ლიდერი მისი თანაგუნდელების ქმედებას. საუბარია პარტიის მმართველ რგოლზე, რომელმაც მხარი დაუჭირა "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის ვადამდელ არჩევნებს.

რა ხდება ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში - ვრცლად ნახეთ ლიზა ლასერეიშვილის რეპორტაჟში

 

 

 

მსგავსი სიახლეები