ფაქტების შესწავლა დაწყებულია - ამერიკელი დიპლომატის თვალთვალი შესაძლოა, ახალი სკანდალის მიზეზი გახდეს

16.11.22 20:26
ფაქტების შესწავლა დაწყებულია - ამერიკელი დიპლომატის თვალთვალი შესაძლოა, ახალი სკანდალის მიზეზი გახდეს

ამერიკელი დიპლომატის თვალთვალი შესაძლოა ახალი სკანდალის მიზეზი გახდეს. დიდი ბრიტანეთის ელჩი ამბობს, რომ ვითარებაში უნდა გაერკვეს. ბრიტანეთმა უკვე დაიწყო კონკრეტული ფაქტების შესწავლა.  საუბარია ამერიკელი დიპლომატის  კურტ ვოლკერის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტოზე, რომელიც მეორე დღეა  პოლიტიკური განხილვის მთავარ თემად იქცა.

ერთი ფოტო და ორი რადიკალურად განსხვავებული ვერსია. ოპოზიცია აცხადებს,   რომ ხელისუფლება ამერიკელ დიპლომატებს არა მხოლოდ საქ-ში, არამედ მესამე ქვეყნებშიც უთვალთვალებს. ქართული ოცნებისთვის კი გასაჯაროებულ ფოტოზე  კეზერაშვილის  დიდი პოლიტიკური თამაშებია ასახული  - ანუ   ვინ აფინანსებს და უკვეთავს ივანიშვილის საწინააღმდეგო კამპანიას შეერთებულ შტატებში.

მსგავსი სიახლეები