"თუ ხაბეიშვილი იქნება არჩეული ენმ-ს თავმჯდომარედ, ცოტას გავერთობით" - კახა კალაძე

16.11.22 20:33
"თუ ხაბეიშვილი იქნება არჩეული ენმ-ს თავმჯდომარედ, ცოტას გავერთობით" - კახა კალაძე

"თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ცოტას გავერთობით", - ამის შესახებ კახა კალაძემ ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ "ლევან ხაბეიშვილს ემხრობა"

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს იმ მდგომარეობაშია, ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ და ჩემი სრული მხარდაჭერა მას, ძალიან გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ, ცოტას გავერთობით“, - განაცხადა კალაძემ.

რამდენიმე საათის წინ, ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დღეს დაასახელა.

მსგავსი სიახლეები