9 მილიონი მერიის თანამშრომლების ხელფასებისთვის, კალაძის პიარი 5 მილიონი დაჯდება
9 მილიონი მერიის თანამშრომლების ხელფასებისთვის - გაჭირვებული ქალაქის მდიდარი მერი მომავალ წელს სახელფასო ფონდს გაზრდის და მერიაში დასაქმებულებს იმაზე გაცილებით მეტს გადაუხდის ვიდრე აქამდე. პრიორიტეტი ისევ პიარია. ყველაზე დიდი თანხა სწორედ ამ სამასახურზე დაიხარჯება.
სამაგიეროდ მილიონებს კალაძე აკლებს დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს. ჯამში 2023 წელს თბილისის ბიუჯეტი 120 მილიონით შემცირდება, ოღონდ ეს თანხა დაიზოგება ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და რაც ყველაზე მთავარია-სოციალურად დაუცველების ხარჯზე.
კალაძე მომავალ წელსაც ყველაზე გაჭირვებული ადამიანების გამოკვებაზე დღეში ერთ ლარსა და 70 თეთრს დახარჯავს.