უმძიმესი დიაგნოზი - ცნობილია რა დაავადება დაუდგინდა სააკაშვილს?
ერთი დღე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სამედიცინო ექსერტიზის დასკვნამდე - 24 საათში ცენტრი "ემპათია" მესამე პრეზიდენტის საქმეზე საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებს. მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ სააკაშვილს ლატენტური ტუპერკულოზი დაუდგინდა.
პტიზიატრებმა დაადგინეს, რომ პრეზიდენტის ორგანიზმში ინფექციაა, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს.
ადვოკატების თქმით, ციხეთა სისტემაში სააკაშვილს არცერთ პატიმართან არ ქონია შეხება, შესაბამისად, ხელისუფლებამ უნდა გასცეს კითხვაზე პასუხი, როგორ და სად დაინფიცირდა სააკაშვილი.
მედიკოსი, კახა ვაჭარაძე, რომელმაც მესამე პრეზიდენტი გასინჯა "პირველებს" ეუბნება, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დიაგნოსთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.
მისი თქმით, მათივე მომზადებული დასკბნა რატი ბრეგაძის უწყებაში უკვე გადაგზავნილია.