რით განსხვავდება შაჰინი კუბილიუსისგან? - ზარქუა სენატორებსაც გადასწვდა
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, გავლენიანი სენატორის წინააღმდეგ ილაშქრებს და ამბობს, რომ "ჯინ შაჰინი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსისგან არაფრით განსხვავდება".
მეტიც, ზარქუამ კონგრესის შუალედურ არჩევნებზე დემოკრატების დამარცხების მიზეზად "შაჰინის არასამართლიანი განცხადებები" დაასახელა.
აი ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი ტაქტიკით, ამიტომაც არის, რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა. ასეთი მიდგომით, არასწორი, არასამართლიანი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღირებულია ის რჩევა, რომელიც ეფუძნება სწორ არგუმენტებს, შაჰინი ამას რომ მეტყვის ახლა, რითი განსხვავდება კუბილიუსისგან", - თქვა ზარქუამ.
მისივე თქმით, განცხადებები, რომლის მიხედვითაც აშშ-მ საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიას უნდა გადახედოს, "შტერობაა".
თუ ეს თქვა (შესაძლოა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ სტრატეგიას), არასწორია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ევროპის გაფართოების მიმართულებით ევროკომისრის პოზიცია. ევროკომისარი ამბობს, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ, შედეგი სახეზეა, ამის შემდეგ ვინც იტყვის, რომ გადავხედავთ, სისულელე და შტერობაა. ჯიმ შაჰინმა რატომ უნდა გადახედოს ჩვენს პარტნიორობას?!"- დასძინა მან.
სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ "საქართველოში უკუსვლაა".
"შესაძლოა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ სტრატეგიას"- თქვა შაჰინმა.