ჩემი კანდიდატურა მოხსნილია სააკაშვილის პროცესის სასარგებლოდ - ჩალაძე თავმჯდომარეობისთვის აღარ იბრძოლებს

17.11.22 12:11
ჩემი კანდიდატურა მოხსნილია სააკაშვილის პროცესის სასარგებლოდ - ჩალაძე თავმჯდომარეობისთვის აღარ იბრძოლებს

გიორგი ჩალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის აღარ იბრძოლებს. ჩალაძემ კანდიდატურა უკვე მოხსნა. ნიკა მელიასთან დიდ დაპირისპირებაში მყოფი ჩალაძე პროცესებს ემიჯნება და მიანიშნებს, რომ მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს. 

ჩალაძეს ხაბეიშვილის სიტყვა მოეწონა, სადაც მელიას კიდევ ერთ კონკურენტი მთავარ ამოცანად სააკაშვილის ციხიდან დახსნას ისახავს, ამიტომაც მასთან შეხვედრას აპირებს.

გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი  ამბობს, რომ მისი მთავარი ამოცანა სააკაშვილის საქართველოდან გაყვანაა.

მე ვიხილე პრეზიდენტ სააკაშვილის ძალით შემოყვანის ცდელობა პოლიტიკაში და არ მინდა ამაში მონაწილეობის მიღება. დავტოვოთ სააკაშვილი მისი გადაწყვეტილების შესაბამისად, არ ჩავრიოთ პროცესებში, ამიტომ, ნებისმიერი სპეკულაცია თავიდან ავირიდოთ. კანდიდატურა მოხსნილია, ჩემი განცხადება გაკეთებულია.

მე რომ ჩამოვალ, ხაბეიშვილს შევხვდები. დარწმუნებული ვარ, ბევრი შემოგვიერთდება და ეს კარი ღიაა ყველასთვის. შევიმუშავოთ გეგმა, როგორ გავიყვანთ პრეზიდენტ სააკაშვილს მარტივად, სპეკულაციების გარეშე. ჩემი კანდიდატურა მოხსნილია პრეზიდენტ სააკაშვილის პროცესის სასარგებლოდ - ამბობს ჩალაძე. 
 

მსგავსი სიახლეები