10 თვეში 159 მილიონ ლარზე მეტი საწვავი - რა გვიჯდება სამთავრობო მანქანების შენახვა
სამთავრობო მანქანების შენახვა ძვირი გვიჯდება. ,,ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბესო დონაძე, ამბობს, რომ მხოლოდ 10 თვეში სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მანქანების საწვავზე ჯამში 159 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც ნიშნავს იმას, რომ გადასახადების გადამხდელების ფული ბიუჯეტიდან ავტოპარკის განახლებას და შემდეგ საწვავის ჩასხმას ხმარდება.
შესაბამისად, დონაძე ამბობს, რომ ქვეყანას ბენზინის კოლოსალური ხარჯი აქვს.
2022 წელს 10 თვესა და 16 დღეში, სახელმწიფო ბალანსზე არსებულ ავტომანქანებში ჩაისხა 159 მილიონ ლარზე მეტი საწვავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ავტოპარკი ჰყავს სახელმწიფოს. ისეთ თანამდებობის პირებს ჰყავთ ავტომანქანები, რომელთა საჭიროებაც კი არ არსებობს, რომ ამ ადამიანებს ავტომანქანები ჰყავდეთ. შესაბამისად, გვაქვს ბენზინის კოლოსალური ხარჯი. ავტომობილების შემცირების შემთხვევაში ნაკლები ხარჯი იქნება“. - ამბობს ბესო დონაძე.
ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ მთავრობის არამიზნობრივი ხარჯები მოსახლეობას ზიანს აყენებს და მთავარი პრიორიტეტი გაჭირვებული ხალხის პრობლემებზე ზრუნვა და მათი დახმარება უნდა იყოს.